"ჩემი დაპატიმრება გამოიწვევს ქარს, რაც ქარიშხალი გახდება" - ნიკა მელია საქალაქო სასამართლოში მივიდა
"ჩემი დაპატიმრება გამოიწვევს ქარს, რაც ქარიშხალი გახდება" - ნიკა მელია საქალაქო სასამართლოში მივიდა.
ნიკა მელია საქალაქო სასამართლოში მივიდა. ოპოზციის ერთ-ერთი ლიდერი დარწმუნებულია, რომ მას ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით დააკავებენ, მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს.
„ჩემი დაკავება ქარს დათესავს, რაც ქარიშხალს გამოიწვევს. ტემპერატურას ბიძინა ივანიშვილი თავად სწევს. დაკავება იქნება უკანონო, მაგრამ არ დაკავება ყველას გვაფიქრებინებს, რომ გუშინდელი დღე იყო წარმოუდგენლად უკანონო აქტი,“ - ამბობს მელია.
მისი თქმით, ივანიშვილი დამარცხებულია და ის ახლა აგონიაში იმყოფება. მელია ამბობს, რომ ივანიშვილი პროცესებს ვეღარ მართავს.
„ივანიშვილი არის დამარცხებული, აგონიაში მყოფი ადამიანი, გუშინ მან დაკარგა ყველაზე ძვირფასი მისთვის, დაკარგა ფული. მისმა ფულმა დაკარგა მყიდველუნარიანობა. როგორც გაუუფასურდა ბევრ ჩვენს მოქალაქეს ქილაში შენახული ფული, გუშინდელმა დღემ მას ეს შედეგი მოუტანა, ფული საბანკო ანგარიშზე დარჩა, მაგრამ ამ ფულით პროცესებს ვეღარ უძღვება,“-განაცხადა მელიამ.
კომენტარი