ქუთაისში 18 ივნისს მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მესამე ადამიანი გარდაიცვალა
ქუთაისში 18 ივნისს მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მესამე ადამიანი გარდაიცვალა. 52 წლის ქალი, რომელსაც სხეული მძიმე დამწვრობა ჰქონდა, წუხელ გარდაიცვალა. გარდაცვლილი აფეთქებაში ეჭვმიტანილის დედაა.
ამ დრომდე კლინიკაში რჩება ერთი პაციენტი, რომლის მდგომარეობაც შედარებით მსუბუქია. თბილისში მკურნალობს ათი წლის გოგონა.
რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა აფეთქებაში ეჭვმიტანილი 31 წლის მამაკაცი და ოჯახის ახლობელი 33 წლის ქალი, მათ სხეული მძიმე დამწვრობა ჰქონდათ.
აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.
კომენტარი