სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჩვენ ვებრძვით ძალადობას, ბულინგს და არასრულწლოვნების ქორწინებას" - დევიდ ბექჰემის 5 დღე ინდონეზიაში

ლეგენდარული ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი 5 დღის განმავლობაში სპეციალური პროგრამით ინდონეზიაში იმყოფებოდა და იქაურ ბავშვებსა და ახალგაზრდებს შეხვდა. აი, რას წერს მის 5 დღიან ვოიაჟზე ფეხბურთელი:

„ყველაზე დაუჯერებელი ინდონეზიაში რაც ვნახე, იყო იუნისეფის ანტი-ბულინგის პროგრამა, რომელიც სკოლებში ქმნის გარემოს, სადაც ბავშვები თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობენ, რაც წარმატებისა და წინსვლის წინაპირობაა. მოზარდი გოგონები, როგორიცაა სრიპუნი და მისი მსგავსები, რომლებსაც ინდონეზიაში შევხვდი, ჩვენი მომავალია. ჩემი ფონდის მისიაა დაეხმაროს ბავშვებს, განსაკუთრებით გოგონებს, დაანგრიოგნ ბარიერი, რომელიც მათ პოტენციალს უქმნის საფრთხეს. ჩვენ ვებრძვით ძალადობას, ბულინგს, არასრულწლოვნების ქორწინებასა და განათლების შეფერხებას, აქედან გამომდინარე, მათ ეძლევათ შანსი მოახდინონ საკუთარი პოტენციალის რეალიზება #დამთავრდესძალადობა“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100