მასობრივი დემონსტრაცია რუსეთში (ვიდეო)
მასობრივი დემონსტრაცია რუსეთში - მოსკოვსა და პეტერბურგში ეგრეთწოდებული "ნაძირლების წინააღმდეგ მსვლელობა" მოეწყო.
აქციის მონაწილეები ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებზე რუსი ბავშვების გაშვილების აკრძალვის შესახებ კანონს აპროტესტებდნენ.
ოფიციალური მონაცემებით, მოსკოვში დემონსტრაციას 9 500, ოპოზიციის ცნობით კი, 50 000-მდე ადამიანი დაესწრო.
ქალაქში ვითარების გასაკონტროლებლად მობილიზებული იყო 4 000-მდე სამართალდამცველი.
აქციები გაიმართა პეტერბურგში, ეკატერინბურგსა და ყაზანშიც.
კომენტარი