სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამაკაცმა ახალშობილის გაყიდვა ვირტუალური სამყაროს მეშვეობით სცადა

მოტყუებულმა ქმარმა 6 თვის ბავშვის გაყიდვა ვირტუალური სამყაროს მეშვეობით მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გაიგო, რომ იგი ახალშობილის ბიოლოგიური მამა არ იყო.

აღნიშნული შემთხვევა საფრანგეთში დაფიქსირდა. განცხადება საკმაოდ ცნობილ ვებგვერდზე „La Bon Coin“-ზე გამოქვეყნდა. ეს ვებგვერდი ონლაინ მაღაზია გახლავთ.

შვილის სურათი მამაკაცმა „ნივთები ინტერიერისთვის“ განყოფილებაში დადო და მიაწერა: „გავიგე, რომ ეს ბავშვი ჩემი შვილი არ არის. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენ სხვადასხვა ფერის კანი გვაქვს, დიდი ხნის წინ უნდა მივმხვდარიყავი. მაგრამ მხოლოდ ახლახანს გავიგე სიმართლე, მას შემდეგ, რაც ჩემს ცოლს ბავშის ბიოლოგიურმა მამამ დაურეკა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა. დარეკეთ თუ დაინტერესდებით, ფასი შეთანხმებით!“

პროკურატურამ აღნიშნული შემთხვევის გამოძიება დაიყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100