ლემნოსში პოლიციელმა ეს წყვილი მხოლოდ ორგაზმის შემდეგ დააპატიმრა
ქალაქ ლემნოსის მცხოვრებლები 2011 წლის ზაფხულში მეტად უჩვეულო სანახაობის მომსწრენი გახდნენ: ქალაქის ცენტრალურ პარკში, ერთ-ერთ სკამზე მათ ტურისტი ქალ-ვაჟი შენიშნეს, რომლებიც ჯერ გაშმაგებით კოცნიდნენ ერთმანეთს, შემდეგ კი წელსქვემოთ გაშიშვლდნენ და სექსით დაკავდნენ...
სქესობრივი აქტი დღისით-მზისით, საჯაროდ ხდებოდა და, ბუნებრივია, მოქალაქეებმა ამის შესახებ პოლიციას შეატყობინეს. შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელი სექსით დაკავებული წყვილისგან დაახლოებით ერთ მეტრში გაჩერდა, მშვიდად დაელოდა ორგაზმს, შემდეგ კი წყვილს თავაზიანად სთხოვა, ჩაეცვათ და დაპატიმრებულის უფლებებიც წაუკითხა, რის შემდეგაც ხელბორკილები დაადო და განყოფილებაში მიაბრძანა.
სასამართლო პროცესზე, რომელიც დახურული იყო, ახალგაზრდებმა მოიბოდიშეს და განაცხადეს, რომ ცოტა ზედმეტი დალიეს, რის შემდეგაც ურთიერთნდომის სურვილი ვეღარ დაიოკეს. სასამართლომ გაითვალისწინა მათი აღიარება, შევიდა ახალგაზრდა შეყვარებულების მდგომარეობაში და ქალ-ვაჟი დარბაზიდან გაათავისუფლა, მანამდე კი პირობა დაადებინა, რომ მათ არასდროს ექნებოდათ სექსი... ყველას თვალწინ.
კომენტარი