5 წლის ბავშვმა ცეცხლსასროლი იარაღით თავისი ძმა მოკლა
აშშ-ში 5 წლის ბავშვმა ტყეში დატენილი იარაღი იპოვა და შემთხვევით თავისი ძმა მოკლა. შემთხვევა ჯორჯიას შტატში მოხდა. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
ძმები სახლის უკან ეზოში თამაშობდნენ და ახლოსმდებარე ტყეში წასვლა გადაწყვიტეს. ერთ-ერთმა იქ იარაღი იპოვო, რომელიც სათამაშო ეგონა და ხუმრობით 12 წლის ძმას დაუმიზნა. ტყვია მოზარდს პირდაპირ გულში მოხვდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
ადგილობრივი პოლიცია ვარაუდობს, რომ იარაღი კაცების ჯგუფს ეკუთვნის, რომლებიც ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე საეჭვოდ იქცეოდა, შემდეგ კი პოლიციისგან მიიმალა.
კომენტარი