სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"იძულებულები გავხდით ეს გადაწყვეტილება მიგვეღო... ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტები გადადიან მკაცრ საგანგებო რეჟიმზე და ამას ადგილზე გააკონტროლებს შსს"

„ეს არის ძირითადი გამოწვევა და პრობლემა, რომელსაც ველოდით და პერიოდულად ვიძახდით“, - ამის შესახებ პრეიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მარნეულში დაფიქსირებულ ახალ შემთხვევაზე საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ინფიცირების წყარო უცნობია და შესაბამისად, ეს არის შიდა გავრცელება.

შესაბამისად, მთავრობის ახალი გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკარც საკარანტინო რეჟიმზე გადავა და აიკრძალება ამ ტერიტორიაზე შესვლა-გამოსვლა.

„21 მარტს გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. დღეს გვქონდა რთული შემთხვევა, მარნეულში გვყავს ინფიცირებული ქალბატონი, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა, ეს არის ის შემთხვევა, რომელზეც ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში დაიწყებოდა შიდა გადაცემის ეტაპი. ჩვენი ეპიდემიოლოგების პროგნოზით, შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი.

ის რომ, ჩვენმა ეპოდემიოლოგებმა დაადგინეს 90 საკონტაქტო პირი, ჯერ ეს არაფერს ნიშნავს. სიტუაცია არის რთული და ეს გახლავთ ის ძირითადი გამოწვევა და ძირითადი პრობლემა, რომელსაც ჩვენ ვეძახდით გავრცელების ახალ ეტაპზე, შიდა ეტაპზე გადასვლას, რომლისთვისაც მაქსიმალურად ვართ მომზადებული. ყველა ამ მომზადების მიუხედავად, სიტუაცია რთულია. საქართველოს მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების მიღება, რომ მარნეული და ბოლნისი გადავიდეს მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100