სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლეგენდარული მიკ ჯაგერის ქალიშვილის ფიგურამ სანაპიროზე მყოფები გააოგნა

რა თქმა უნდა, ვინც არ იცოდა, რომ მათ წინაშე მკერდმოშიშვლებული, ერთ დროს ლეგენდარული ჯეიდ ჯაგერი იდგა, არც გაოგნებულა - თავის „საზღვაო“ სადარდებელში იყო ჩაფლული. მაგრამ ჯეიდ ჯაგერი ესპანეთის არცთუ ხალხმრავალ და ელიტარულ კუნძულ ფორმენტერაზე მაინც იცნეს და ზოგიერთმა, რომელიც შოკში ჩავარდა ლეგენდარული მომღერლის ქალიშვილისა და ერთ დროს პოპულარული მოდელის მოშვებული ფიგურის გამო, ფოტოაპარატიც მოიმარჯვა.

როცა ჯეიდ ჯაგერი მიხვდა, რომ ფოროაპარატის ობიექტივს ვერც აქ დაემალა, მაშინვე შემოიხურა პირსახოცი და დამალვა სცადა, მაგრამ უკვე გვიან იყო - მისმა შიშველმა ფოტოებმა ინტერნეტი იმავე საღამოს შემოიარა.

შეიძლება ვიღაცამ თქვას, რას ერჩიან ამ ვარსკვლავებსა და მოდელებს, დაბერებას რად არ აცლიანო, მაგრამ ჯეიდთან მიმართებაში არც მთლად ეგრეა საქმე: ის ჯერ 39 წლისაა, მაგრამ როგორც ტაბლოიდები აღნიშნავენ, ისე გამოიყურება, როგორც 50 წლის, დიეტასა და ფიგურის მოვლაზე საბოლოოდ ხელჩაქნეული ქალი.

ბლოგერებს არ დაეზარათ და 2009 წელს სანაპიროზე გადაღებული ჯეიდ ჯაგერის ფოტოც ამოქექეს, სადაც ჯეიდი მართლაც მშვენივრად გამოიყურება. დამეთანხმებით, ორი წლის შემდეგ ასეთ ფორმამდე მისვლა მართლაც ყოველგვარ საზღვარს სცილდება...

ჯეიდ ჯაგერი საკმაოდ პიპულარული მოდელია, თუმცა, რა თქმა უნდა, ბოლო დროს ფოტოსესიას არავინ სთავაზობს და ეს გასაგებიცაა. არადა, სულ რაღაც ორი წლის წინ მისი სახელი ჰქუხდა და საკმაოდ მოთხოვნადი პიროვნებაც იყო, რაშიც, რასაკვირველია, მამის უკვდავი სახელიც ეხმარებოდა.

საერთოდ, ჯეიდი იმითაა ცნობილი, რომ ძალიან უყვარს პლაჟზე შიშველს სეირნობა და არამარტო სეირნობა, პარტნიორ მამაკაცებთან გართობაც. ამ მიმართულებით ჯეინს კომპლექსები ნამდვილად არ აწუხებს და სწორედ ამ მიზეზით, არაერთხელ მოხვედრილა პაპარაცთა ობიექტივში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100