საქართველო–სომხეთის საზღვარზე მეწყერი ჩამოწვა: რამდენიმე დაკარგულს ეძებენ
საქართველო-სომხეთის საზღვარზე ძლიერი მეწყერის შედეგად მიწამ 21 ავტომობილი ჩაიყოლა.
2 ავტომობილი საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნოდათ.
სტიქიის შედეგად 10-მდე ადამიანი დაზარალდა, ხოლო რამდენიმე ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.
შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში რამდენიმე სამაშველო ბრიგადა მუშაობს.
მომხდარის გამო მაგისტრალი დროებით გადაიკეტა.
კომენტარი