ოზურგეთის სოფელ ჭანიეთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდა
ოზურგეთის სოფელ ჭანიეთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდა.
სკოლა, რომელიც აღჭურვილია ახალი ინვენტარით და თანამედროვე ტექნიკით 90 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლას ფეხბურთის სტანდარტული ზომის სტადიონი, ფრენბურთისა და კალათბურთის მოედნები აქვს.
გახსნის ღონისძიებას ადგილობრივ საზოგადოებასთან ერთად, განათლების სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, სამხარეო ადმინისტრაციის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ჩვენ დაგპირდით, რომ თქვენი შვილები თანამედროვე სკოლაში ისწავლიდნენ და დღეს, ოზურგეთში, ჭანიეთში ახალი სკოლა გავხსენით. ჭანიეთს 70 წელზე მეტი არ ჰქონდა სკოლისთვის ნორმალური შენობა, მაგრამ ჰყავდა დიდი ენთუზიაზმით სავსე მასწავლებლები. ამ ეზოში უკვე არის ევროპა!” - ამ სიტყვებით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ სკოლის გახსნაზე მისულ საზოგადოებას.
კომენტარი