სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსოფლიოში აღიარებულმა სომელიემ ჟერარდ ბასემ „თამადას“ ბრენდის ქვეშ წარმოებული ღვინოები დააგემოვნა

ალკოჰოლური სასმელების კომპანია „GWS”-ის და ღვინო თამადას მოწვევით საქართველოს მსოფლიოში აღიარებული ფრანგი სომელიე ჟერარდ ბასე ესტუმრა.

ცნობილმა სომელიემ პირველად ქართული ღვინო მაისში გასინჯა, თანაც თამადას ბრენდის ქვეშ წარმოებული ღვინოები და მაშინვე გაუჩნდა სურვილი, რომ მის პოპულარიზაციაში მიეღო მონაწილეობა. კარგად შეისწავლა ქართული ღვინის კულტურა და ტრადიციები და ამის შემდეგ შეიმუშავა სპეციალური კონცეფცია თუ როგორ უნდა შევარჩიოთ, ქართულ და ევროპულ სამზარეულოსთან შეხამებულად თამადას ღვინოები.

ექსკლუზიარად ღვინო თამადასთვის, ფრანგმა სომელიემ, რესტორან „ფუნიკულიორის“ ქართველ შეფ მზარეულებთან მარიკა საჯაია და ჯორჯ სილვასთან ერთად შექმნა უნიკალური კერძთა შეხამება. კერძების შეხამების კულტურის დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია, იმისათვის რომ ღვინის არომატი და გემო უკეთ შევიგრძნოთ.

თბილისში ყოფნის მიზანია, რომ ქართული ღვინო მაქსიმალურად წარმოვაჩინო. ის ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ევროპაში აღიარებულ ღვინოებს. „თამადას“ ღვინოებიდან გამოვარჩუიე ოთხი, მუკუზანი, წინანდალი, ქინძმარაული და ფიროსმანი. აქედან ორი არის მშრალი ღვინის სახეობა და ორიც ნახევრადტკბილი. სპეციალუარ ამ ღვინოებისთვის შერჩეული მენიუ ღვინის მოყვარულებს დაეხმარებათ წარმოდგენილი ღვინის საუკეთესო თვისებების მაქსიმალურად შეგრძნებაში, - ამბობს ჟერარდ ბასე.

და მაინც... თუ როგორ უნდა შევარჩიოთ, ქართულ და ევროპულ სამზარეულოსთან შეხამებულად თამადას ღვინოები?

გოგრის კრემ სუპი გოგრის მარცვლებით - ნახევრად ტკბილი თეთრი ღვინო „ფიროსმანი“

ჭარხლის კარპაჩიო გუდა ყველითა და ნიგვზით - მშრალი თეთრი ღვინო „მუკუზანი“

შემწვარი კრევეტები ნივრიანი კარაქით - მშრალი თეთრი ღვინო „წინანდალი“

შემწვარი კომშისა და „პარმა“ ლორის სალათი „პარმაზანის“ ყველით - ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო „ქინძმარაული“

შემწვარი დამარინადებული წიწილა ტყემლის სოუსით - ნახევრად ტკბილი თეთრი ღვინო „ფიროსმანი“

ჯოსპერში შემწვარი ორაგულის ფილე წითელი ხიზილალისა და შუშხუნა ღვინის სოუსით - მშრალი თეთრი ღვინო წინანდალი

ბატკნის ნეკნები ქონდრის აჯიკით - მშრალი წითელი ღვინომუკუზანი“

შოკოლადის ლავა ნამცხვარი კარამელის ნაყინითა და თხილით - ნახევრად ტკბილი ღვინო „ქინძმარაული“

ჟერარდ ბასე და ღვინო თამადა ქართული ღვინის ტურს ოთხ ქვეყანაში ჩაატარებს. რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას და ღვინის მოხმარები კულტურის გაზრდას საზღვრებს გარეთ. ოთხივე ქვეყნაში, ადგილობრივ შეფ-მზარეულთან ერთად სომელიე შეარჩევს და დეგუსტაციაზე წარადგენს იმ კერძებსა და დესერტებს, რომელიც აღნიშნულ გემოსთან თანხვედრაშია და ექსკლუზიურად ღვინო თამადას გემოვნურ თვისებებს ერგება.

როგორც ღვინო „თამადას“ ბრენდ მენეჯერი ნატა კანდელაკი აღნიშნავს კერძების შეხამების კულტურის დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია, იმისათვის რომ ღვინის არომატი და გემო უკეთ შევიგრძნოთ.

ჟერარი საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა. შეფ მზარეულად და სომელიედ განათლების წარმატებით დასრულებისა და მუშაობის შემდეგ 1980-იანი წლების ბოლოს ის ინგლისში გადავიდა სამუდამოდ საცხოვრებლად, სადაც მან სომელიეს კარიერა წარმატებით გააგრძელა. მისი მიღწევები მოცემულ სფეროში რამოდენიმეჯერ აღინიშნა ჯილდოებით და იგი აღიარებული იქნა გაერთიანებული სამეფოს საუკეთესო სომელიედ, ასევე 1992 წელს იგი დასახელდა ფრანგული ღვინოების საუკეთესო საერთაშორისო სომელიედ, ხოლო 1996 წელს კი ევროპის საუკეთესო სომელიედ. ჟერარი სამჯერ მსოფლიოს საუკეთესო სომელიეს დაჯილდოებაში მეორე ადგილზე გავიდა (1992, 2004 და 2007 წელს). 2010 წლის აპრილში სანტიაგო დე ჩილეში მისი დიდი ხნის ოცნება ასრულდა და იგი მსოფლიოს საუკეთესო სომელიედ იქნა აღიარებული (სომელიეების მსოფლიო ჩემპიონატი ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდება).

ჟერარის კარიერის მნიშვნელოვანი ასპექტია ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენის და მათი მხარდაჭერისა და შთაგონების უნარი. მან ბარმენებისა და სომელიეების ხალგაზრდა თაობა გამოზარდა, რომლებმაც დიდ წარმატებებს მიაღწიეს, რითაც ჟერარი უაღრესად ამაყობს. 2011 წლის ივნისში ჟერარი დედოფლის დაჯილდოების საპატიო სიაში იყო შეტანილი და OBE მიიღო პრინცესა ანასგან 2011 წლის ოქტომბერს გამართულ ცერემონიაზე. ეს მისი და მისი ოჯახისთვის უაღრესად ღიშესანიშნავი მომენტი იყო.

ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია “GWS”, 1993 წელს შეიქმნა. კომპანიის მისია საუკეთესო ხარისხის პრემიუმ კლასის ქართული ღვინის წარმოება და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის იმიჯის შექმნა იყო. რაც წარმატებით განახორციელა წლების განმავლობში.

2001 წლიდან კომპანია ფლობს სამ ძირითად ღვინის ბრენდსთამადა” , “ძველი თბილისიდაადამანტი. “თამადაწარმოადგენს ადგილoბრივი წარმოშობის და ჯიშური პრემიუმ კატეგორიის ღვინის ასორტიმენტს, “ძველი თბილისიწარმოადგენს მაღალი ხარისხის სუფრის ღვინოს დაადამანტიცქრიალა ღვინის კატეგორიას. კომპანიის ბრენდები შექმნის დღიდან წარმატებით იყიდება სხვადასხვა ქვეყნებში - რუსეთი,უკრაინა, ყაზახეთი, ბელორუსია,ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, იაპონია, ჩინეთი, გერმანია, პოლონეთი და ..დღემდე ღვინო თამადა ერთ-ერთი წარმატებული ბრენდია საექსპორტო ბაზარზე.

2013 წლის, სექტემბერში , ღვინო თამადა, რამოდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ განახლებული ეტიკეტითა და ახალი ენთუზიაზმით დაბრუნდა ქართულ ბაზარზე. დღესდღეობით თამადას პორტფელი თეთრი და წითელი, მშრალი და ნახევრად ტკბილი ღვინოებისგან შედგება. მათ შორის არის 6 ადგილობრივი წარმოშობის დასახელების ღვინო.

ბრენდითამადასპორტფელში 10 სახეობის ღვინოა,როგორც თეთრი ასევე წითელი, ბუნებრივად ნახევრადტკბილი და მშრალი ღვინოები.მათ შორის არის 6 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო. (წინანდალი, მუკუზანი, ნაფარეული, ქინძმარაული, ხვანჭკარა, ახაშენი)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100