სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სკანდალი ახალაიას სასამართლოზე!"

"ვერაფერი ვერ გავიგე, გახედეთ ვინმემ სასამართლოს თავზე ქოცების დროშა ხომ არ ფრიალებს? სასამართლო მოსამართლემ დახურა, ყველა გამოგვიშვეს დარბაზიდან!

თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მეუღლე ანი ნადარეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ინფორმაციას შემდეგი სააურით აქვეყნებს "სკანდალი სასამართლოზე!"

ანი ნადარეიშვილის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
"სკანდალი სასამართლოზე!!!!
ბაჩო ახალაიას ადვოკატს რომეო საჯაიას სანამ მოწმის დაკითხვა დაიწყებოდა მოსამართლემ აუკრძალა კითხვების დასმა და სასკანდალო იცით რა არის ამაში?! ის რომ რამოდენიმე დღის წინ რომეო საჯაიას დაურეკეს უშიშროების თანამშრომლებმა, დაიბარეს იგი პროკურატურაში და გააფრთხილეს, რომ იგი ძალიან აქტიურობდა ახალაიას პროცესზე და მოთხოვეს, რომ დაწყნარებულიყო
პ.ს. აქვე შეგახსენებთ, რომ ყველა მოწმე, რომლებმაც აღიარეს რომ ჩვენებები მათ პროკურატურაში დააწერინეს, პროცესზე ადვოკატმა რომეო საჯაიამ "გაჭედა"-წერს ნადარეიშვილი.

ბაჩო ახალაიას მეუღლემ რამდენიმე წუთის წინ "ფეისბუქში" ახალი ინფორმაცია გაავრცელა:ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი დახურულად გამოცხადდა, დარბაზში მყოფი ყველა პირი კი მოსამართლემ დაითხოვა

"ვერაფერი ვერ გავიგე, გახედეთ ვინმემ სასამართლოს თავზე ქოცების დროშა ხომ არ ფრიალებს? სასამართლო მოსამართლემ დახურა, ყველა გამოგვიშვეს დარბაზიდან! (ალბათ უშიშროებამ უბრძანა)", - დაწერა სტატუსად ანი ნადარეიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100