საქართველოს ბანკი American Express® Gold Card - ს მომხმარებლის ფართო წრეს სთავაზობს
თბილისი, 27 ივნისი, 2013 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა, რომ დღეიდან, მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, პრემიალური კლასის საკრედიტო ბარათი, American Express® Gold Card -ი მომხმარებლის ფართო წრისათვის ხდება ხელმისაწვდომი.
ამასთან, American Express Gold Card -ის, 2013 წლის 1–ლ სექტემბრამდე აღების შემთხვევაში, მომხმარებელს დაერიცხება გაორმაგებული MR ქულები, ასევე თუ 3 თვის განმავლობაში American Express Gold Card -ით დახარჯული თანხა შეადგენს 7500 ლარს, მფლობელს დაუბრუნდება ბარათის პირველი წლის საკომისიო.
კომენტარი