აშშ-მა საქართველოში 28 ერთეული ჯავშანტექნიკა შემოიტანა
10-12 აპრილს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი საქართველოს რკინიგზის საშუალებით ფოთიდან კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში 28 ერთეულ ქვეითთა ჯავშანმანქანას გადაიტანს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ოფიციალურად იტყობინება.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული მანქანები ჯავშანსაწინააღმდეგო ნაღმებისგან ქვეითთა დასაცავადაა შექმნილი და იმ ქართველი ჯარისკაცების მოსამზადებლად შემოიტანეს, რომელთაც ამერიკელი სამხედროები ავღანეთის უსაფრთხოების მხარდაჭერის ოპერაციისთვის წვრთნიან.
კომენტარი