"ომიკრონით" ინფიცირების შემთხვევაში 50-70% ნაკლებია ჰოსპიტალიზაციის საჭიროება "დელტა ვარიანტთან" შედარებით" - კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში "ომიკრონის" შტამთან დაკავშირებით მომზადებულ კვლევას აზიარებს და წერს:
"ომიკრონით" ინფიცირების შემთხვევაში 50-70% ნაკლებია ჰოსპიტალიზაციის საჭიროება "დელტა ვარიანტთან" შედარებით.
ეს ძალიან კარგი ამბავია, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ და იმისთვის, რომ მეტი ადამიანი გადარჩეს, პირბადე და ვაქცინაცია გვახსოვდეს", - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.
ცნობისთვის, ამ დროისთვის, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული, "ომიკრონის" 29 შემთხვევაა.
24 დეკემბრის განახლებული კოვიდსტატისტიკა იხილეთ ბმულზე.
ნახეთ, 24 დეკემბრის ვაქცინაციის სტატისტიკა.
კომენტარი