სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ნუ გვაბრმავებ!" - დღეს შსს-სთან ჟურნალისტების აქცია გაიმართება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით დღეს 16:30 წუთზე შსს-სთან ჟურნალისტების აქცია გაიმართება, სადაც გუშინდელ დარბევასა და სამართალდამცველების მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენებას გააპროტესტებენ, რომელსაც მშვიდობიანი მოაქალაქეების გარდა ჟურნალისტებისა და ოპერატორების მძიმე დაზიანება მოჰყვა.

აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა განცხადება:

"2020 წლის 8 ნოემბერს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარე აქციაზე სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოყენებული ზომების შედეგად, დაშავდა მედიის ათამდე წარმომადგენელი, დაზიანდა მათი კუთვნილი ტექნიკაც.

აღსანიშნავია, რომ ადგილზე შესაძლებელი იყო ჟურნალისტების იდენტიფიცირება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აქციის მიმდინარეობისას გაავრცელებს მიმართვას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მისამართით" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100