დღეს ფესტივალი Art-გენი „სუხიშვილების“ კონცერტით გაგრძელდება
დღეს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფესტივალი Art-გენი 2018-ის თბილისის ტური „სუხიშვილების“ კონცერტით გაგრძელდება.
ფესტივალი 8 ივლისს გუშინ ნინო ქათამაძის და „ინსაითის“ კონცერტით გაიხსნა და 15 ივლისს ნიაზ დიასამიძე და 33ა დახურავს.
დაარსებიდან მე-15 საიუბილეო წელს ფესტივალი მაყურებელს საინტერესო სიახლეებს სთავაზობს.
ფესტივალზე უკვე წარსდგნენ რობი კუხიანიძის, ჯგუფ „ფრანი“, ჯგუფი Asea Sool ფესტივალის ისტორიაში პირველად გაიმრთა ქართულენოვანი ჰიპჰოპის დღე . მაყურებელს წინ ელოდება ასევ ჯგუფ „რეგიონის“ კონცერტი და „შავფაროსნების“ ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი შოუ.
დღის განმავლობაში ეთნოგრაფიულ მუზეუმში ტრადიციულად მოეწყობა ჰამაკების და პუფების ზონა, ასევე წარმოდგენილი იქნება ქართული სამზარეულო და სხვადასხვა ტიპის კრეატიული სივრცეები.
Art-გენი 2018-მა სტარტი 21 ივნისს რეგიონული ტურნეთი აიღო . Art-გენი წელსსაქართველოს 4 რეგიონში - აჭარა, გურია, იმერეთი, ლეჩხუმი, 9 დღის განმავლობაში მოგზაურობდა.
2004 წლიდან დღემდე ფესტივალმა Art-გენმა არაერთი ახალი ანსამბლის, ჯგუფის დამუსიკოსის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკისპოპულარიზაციის ფარგლებში მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდიგაიცნო ფართო აუდიტორიამ. ბევრი ჯგუფისთვის და მომღერლისთვის ერთგვარტრამპლინადაც კი იქცა . ფესტივალი წელსაც საინტერესო სიახლეებს და დებიუტანტებსსთავაზობს მაყურებელს .
ფესტივალი „Art-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. ამ დროის განმავლობაში “ ფესტივალმა მთელისაქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დაარქივა. მათ შორის დაკარგვის პირას მყოფი, ბევრი უნიკალური მასალა. ფოლკლორის დათანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეში წარმოდგენით და სხვადასხვა ტიპის აქტივობებით Art-გენს ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდებში ფოლკლორისპოპულარიზაციის ხელშეწყობასა და რეგიონებში ფოლკლორული ანსამბლებისგანვითარების საქმეში. ერთ-ერთი პირველი ფესტივალი იყო, რომელმაც რეგიონულანსამბლებს თავისი შემოქმედების მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოჩენის შესაძლებლობამისცა და განვითარებისთვის მეტი მოტივაცია შეუქმნა.
კომენტარი