სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ერთ-ერთი ყევლაზე ლამაზი ქართველი წყვილი დაინიშნა - ნახეთ როგორი ბეჭედი აჩუქა ლაშა ლომიძემ ანა შელიას

ერთ-ერთი ყევლაზე ლამაზი ქართველი წყვილი დაინიშნა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრმა ლაშა ლომიძემ მოდელ ანა შელიას ხელი სთხოვა. "მან თქვა კი", - წერს ლომიძე და ფოტოს აქვეყნებს.

წყვილმა თავიანთ სიყვარულს ოფიციალური სახე ორწლიანი შეყვარებულობის შემდეგ მისცა. როგორც ლაშას ინტერვიუებიდან ირკვევა, მორაგბეს უმშვენიერესი ანა ჯერ კიდევ წლების წინ შეუმჩნევია, როდესაც მოდელი მხოლოდ 13 წლის იყო. გოგონას ასაკიდან გამომდინარე, ლაშამ ანასთან აქტიურობა მხოლოდ სამი წლის შემდეგ დაიწყო. ერთხელ ინგლისში ჩააკითხა, მას შემდეგ კი ერთად არიან.

ლაშა ლომიძე ამჟამად ინგლისის კლუბში თამაშობს. ის საქართველოში არაერთხელ დაუსახელებიათ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური და სიმპათიური მამაკაცი. რაც შეეხება ანა შელიას, მოდელი წარმატებით მოღვაწეობს საზღვარგარეთ. შელია ისეთი ცნობილი დიზაინერების ჩვენებებზე გამოსულა, როგორიცაა Ralph & Russo, "ეტამი" და სხვები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100