მეოცე საუკუნის საოცარი ტანკების ათეული (მეორე ხუთეული)
სამხედრო ექსპერტებისა და ანალიტიკოსების შეფასებების მიხედვით, ერთ–ერთ რუსულ ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა მსოფლიოს მასშტაბით შესწავლილი და გამოვლენილი მეოცე საუკუნის საოცარ ტანკთა ათეული. „დრონი.ჯი“ ამ ტანკების ტექნიკურ მონაცემებს და ფოტოებს გთავაზობთ. ქვეყნდება მეორე ხუთეული. პირველი ხუთეული შეგიძლიათ ნახოთ აქ. სტატიის შემდეგ ფოტოები განლაგებულია დაღმავალი პრინციპით, სტატიის შესაბამისად, ანუ, მეექვსედან მეათემდე.
მეექვსე ადგილი
გერმანული, საიდუმლო დაჯავშნული მოტოციკლი
ამ მოტოციკლს ფაშისტები, ძირითადად, მაშინ იყენებდნენ, როცა ერთ ადამიანს მეტად ძნელი დავალების შესასრულებლად უშვებდნენ. მოტოციკლი უნიკალურია იმდენად, რამდენადაც მასში მყოფ ადამიანს თითქმის ყველა მხრიდან შეუძლია ცეცხლის გახსნა. თუმცა, მოტოციკლი მაინც დავალების შესასრულებლად და სახიფათო ზონიდან ცოცხლად გამოღწევისთვისაა შექმნილი და არა დიდი ხნის განმავლობაში წინააღმდეგობის გაწევისთვის.
მეშვიდე ადგილი
ინდური ტანკი LVTH6
LVTH6 განეკუთვნება „გადმომსხმელი“ საშუალებების კლასს, მაგრამ ამასთან, აღჭურვილია 105 მმ–იანი ჰაუბიცით. შეიარაღებაში ასეთი 210 მანქანა მიიღეს. 1957 წელს ბევრი LVTH6 მოდიფიცირდა LVTH6A1–ად. ცვლილებები განსაკუთრებულად ძრავსა და გამშვებ სისტემებს შეეხო. LVTH6 გამოირჩეოდა მრავალრიცხოვანი ეკიპაჟით. მასში 7 კაცი სედიოდა და ყველას გადანაწილებული ჰქონდა თავისი ფუნქცია.
მერვე ადგილი
TV-8 ერთ–ერთი ყველაზე უცნაური და გამორჩეული პროექტია მსოფლიო სატანკო მრეწველობაში. მისი დამუსავება ფირმა „კრაისლერმა“ 1955 წლის მაისში დაასრულა და შემკვეთს გადასცა, როგორც ტანკ М48–ის გაუმჯობესებული ჩანაცვლება. ტანკის სრულყოფილად გამოყენებას ეკიპაჟის 4 წევრი სჭირდება. აღჭურვილობა: 90 მმ–იანი მოწყობილობა Т208 და ორი 7,62 მმ–იანი კალიბრის ტყვაიმფრქვევი.
ამ მანქანის მხოლოდ სრულმასშტაბიანი მაკეტი ააგეს, მაგრამ შეიარაღებაში მიღებასა და სერიულ წარმოებაზე მაინც უარი თქვეს – მაღალი ტექნიკური რისკისა და კლასიკურ ტანკებთან შედარებით გადამწყვეტი უპირატესობის არარსებობის გამო.
მეცხრე ადგილი
ეს ჯავშანმანქანა–მონსტრი იმის ნათელი მაგალითია, როგორ შეიძლება გაკეთდეს ტანკ Т55–ისა და საზენიტო–სარაკეტო კომპლექს СИСТЕМА С-125–ის კომბინაცია, რათა, საბოლოოდ, მოძრავი საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი შეიქმნას.
მეათე ადგილი
დაბეტონებული Т-34
ყველაფრიდან ჩანს, რომ ეს ძველი მანქანა წარმოადგენს საბჭოთა ტანკ Т-34–ის ჯავშნით გაუმჯობესებულ ვარიანტს. Т-34–ს საბჭოთა არმია ფაშისტების წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტურად იყენებდა, მაგრამ დაბეტონებული Т-34 ბევრად უფრო შემზარავი და საშიში ჩანს.
კომენტარი