სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ციხის კადრების საზღვარგარეთ გატანა ვანო მერაბიშვილთან არ არის დაკავშირებული“

მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, ციხის სკანდალური კადრების საზღვარგარეთ გატანა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებული არ არის.
როგორც კბილაშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, ასეთია გამოძიების ვერსია.
"გამოძიების არსებული ვერსია არის ის, რომ ციხის კადრების საზღვარგარეთ გატანა არ არის დაკავშირებული ვანო მერაბიშვილთან. ჩვენი ინფორმაციით, კადრების გატანა მოხდა სხვა წყაროებით", - აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა.
მისივე განმარტებით, თუკი დათა ახალაიას გააჩნია აღნიშნულთან დაკავშირებით მტკიცებულებები, გამოძიება ამ საკითხით დაინტერესდება.
"თუ დათა ახალაიას გააჩნია მტკიცებულებები იმისა, რაზეც განცხადებაში საუბრობდა, შეუძლია დაადასტუროს, რომ კადრები შექმნილია და საზღვარგარეთ გატანილია სწორედ ვანო მერაბიშვილის მეშვეობით, მისი ჩამოსვლის შემთხვევაში, ჩვენ ამ საკითხით დავინტერესდებით და ვაწარმოებთ გამოძიებას", - აღნიშნა კბილაშვილმა.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, დათა ახალაიას განცხადება სოციალური ქსელის მუშვეობით გუშინ გავრცელდა. როგორც ახალაია აცხადებს, საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ერთი კაცი - ვანო მერაბიშვილია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100