სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„საქართველოში არსებობს გუნდი, რომელიც არ იყიდება“

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დადგა ჭეშმარიტი მომენეტი - ერთხელ და სამუდამოდ დამტკიცდეს, რომ საქართველოში არსებობს გუნდი, რომელიც არ იყიდება.
ამის შესახებ, პრეზიდენტმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მას შემდეგ რაც ტაბლოზე საბოლოოდ დაფიქსირდება, რეალურად რამდენი ხმა აქვს უმრავლესობას, ამის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" მისცემს მათ იმდენ ხმას, რამდენიც დააკლდებათ.
"ბოლო კვირების განმავლობაში გვესმის მთავრობის წევრების და საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებები, რომ 110, 130 ხმა აქვთ, 140 ხმა აქვთ და 5-6 „ტვინგარეცხილის“ გარდა, ყველა დაუჭერს მხარს. ახლა დადგა ჭეშმარიტების მომენტი, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს, რომ საქართველოში არსებობს პოლიტიკური გუნდი, რომელიც არ იყიდება. მგონია, რომ ძალიან ნათელი შეთავაზებაა, დაფიქსირდეს ტაბლოზე, რეალურად რამდენი ხმა აქვთ და ამის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" მისცემს იმდენ ხმას, რამდენიც აკლიათ, ჩვენი ვარაუდით, მათ აკლიათ 6 თუ 7 ხმა, ეს არის ის ზღვარი, რომლის იქითაც ვერ წავიდნენ. თუ მთავრობას უნდა ამ ცვლილების გატანა, ისინი ჩვენს წინადადებას წესით ორი ხელით უნდა დასთანხმდნენ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100