პირველი ინტერვიუ არასრულწლოვანთან, რომელსაც თანაკლასელის მკვლელობის მცდელობას ედავებიან
პირველი ინტერვიუ არასრულწლოვანთან, რომელსაც თანაკლასელის მკვლელობის მცდელობას ედავებიან.
უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულმა მერვე კლასელმა ციხე რამდენიმე წუთის წინ დატოვა და რვა თვიანი პატიმრობის შემდეგ პირველად "პირველებთან ილაპარაკა.
მოზარდი, რომელიც 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავიუფლეს, ამბობს, რომ დაპირისპირებაში, რომელიც დაჭრით დასრულდა, 23 არასრულწლოვანი მონაწილეობდა. მისი თქმით, თანატოლებს შორის ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ თამაშისას ერთმანეთს ადგილები არ დაუთმეს.
აქიდან გამომდინარე დაიწყეს გვერდზე გასვლა, დაიწყეს საუბარი. მე ჩემს მეგობარს ვიცავდი, რომ არ მოეგუდათ, ან სიციცხლისთვის საშიში ზიანი არ მიეყენებინათ. ცივი იარარის გამოყენება მე არ დამინახავს. არც ვიციდი, რომ ვინმე ცივი იარღის გამოყენებას აპირებდა. მე დღემდე არ ვიცუი მიზეზი რატომ დამაკავეს. ვცდილობდი ჩემი სიმართლე სასამართლოში დამემტკიცებინა, ვიმეორებდი, რომ უდანაშაულო ვიყავი. ჩემი უდანაშაულობა დამტკიცდა კიდეც"- თქვა მოზარდმა.
16 წლის ბიჭის დედა "პირველებს" ეუბნებამ რომ დაჭრილმა მოზარდმა ჩვენება სამართალდამცავებს 2 კვიწის წინ მისცა და თქვა, რომ დაკავებულს ის არ დაუჭრია.
ქალი ამბობს, რომ მისი შვილი ადგილზე ძმაკაცს გაჰყვა და კონფლიქტში ჩართული მოზარდების გაშველებას ცდილობდა.
ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში არცერთი მტკიცებულებები არ დევს.
საქმის მასალების თანახმად, 30 მაისს თბილისში, სამგორის რაიონში არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, ბრალდებულმა თანატოლი გულმკერდის და მუცლის არეებში დანით დაჭრა.
"პირველების" ინფორმაციით, დაპირისპირება არასრულწლოვნებს შორის სკოლაში დაიწყო, კორპუსების მიმდებარედ, ბნელ ფარდულში კი დაჭრით დასრულდა. დაპირისპირებაში 25-მდე მოზარდი მონაწილეობდა.
ამასთან, ირკვევა, რომ არასრულწლოვანი, რომელიც გაზაფხულზე მომხდარი მძიმე დანაშაულის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია, საქართველოდან გააპარეს.
კომენტარი