ვის შეუძლია მათი სერიოზულად აღქმა? ძალიან სამწუხაროა ამის ყურება - კრამონი კობახიძეზე
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ასე ეხმაურება:
"ვის შეუძლია მათი სერიოზულად აღქმა? ძალიან სამწუხაროა ამის ყურება" - წერს ევროპარლამენტარი.
ის Twitter-ზე აზიარებს პოსტს, სადაც კობახიძე ამბობს, რომ ვიოლა ფონ კრამონი "კრიმინალების მფარველია".
კობახიძემ ასევე თქვა, რომ კრამონის გარდა ანა ფოტიგაც და სხვებიც "ანტიევროკავშირი არიან". მისივე თქმით, "საინტერესო აღარაა" რას იტყვიან კუბილიუსი, ფოტიგა, კრამონი და სხვა კრიტიკული განცხადებების ავტორი ევროპარლამენტარები.
ცნობისთვის, კობახიძემდე ვიოლა ფონ კრამონი კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკრიტიკა. ვიცე-პრემიერის აზრით, "მას საქართველო და ქართველი ხალხი საერთოდ არ აღელვებს და ერევა ქართულ პოლიტიკაში".
კომენტარი