სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარტო მე ჩამომემხო ცხოვრება თავზე...გვებრძოდა ეშმაკი, ჩვენს სიყვარულს ებრძოდა და ამიტომაც გაგიყვანა უფალმა ასე მალე – ზურა ბაკურაძის მეუღლის სულისშემძვრელი პოსტი

ტრაგიკულად გარდაცვლილი მომღერლის, “ქართული ხმების” შეუდარებელი მეორე ხმის, ზურა ბაკურაძის მეუღლე, ნათია კობახიძე “ფეისბუქზე” ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

ნათია წერს, რომ განსაცდელები გამოიარეს, ეშმაკი ებრძოდათ და მათ გრძნობას რომ არაფერი დამუქრებოდა, ამიტომ გაიყვანა წუთისოფლიდან უფალმა ასე ადრე.

ნათია კობახიძე: – მე მარტო ჩემი მეგონე და თურმე რამდენისთვის გაგინაწილებია შენი თბილი გული.

“ჩემი ბევრი” ხარ-მეთქი და “ჩემი ტკბილი” ხარ-მეთქი, სულ გეუბნებოდი, ზურ. მაგრამ ამდენი თუ იყავი და ასეთი ტკბილი, კიდევ ვერ ვხვდებოდი.

უამრავი განსაცდელი გამოვიარეთ. გვებრძოდა ეშმაკი, ჩვენს სიყვარულს ებრძოდა და ამიტომაც გაგიყვანა უფალმა ასე მალე, რომ ამ, არაამქვეყნიურ გრძნობას, არაფერი დამუქრებოდა.

ბევრს ყვარებიხარ, მაგრამ ჩემსავით მაინც ვერავინ შეგიყვარებდა.

ყველას თავისი წილი ზურა დააკლდა, მაგრამ მარტო მე ჩამომემხო ცხოვრება თავზე. შენ გაფრინდი ცაში ანგელოზად, მე კი დამტოვე ცივ კლდეზე დაგდებულ უსახურ ლოდად.

ბოლო ძალას მოვიკრებ და ვილოცებ შენი ლამაზი სულისთვის, რათა დაიმკვიდრო ცათა სასუფეველი.

შეხვედრამდე, ზურ. იქ უკვე ვერავინ და ვეღარაფერი დაგვაშორებს. მშვიდად განისვენე.

მადლობა, რომ დაიბადე ჩემთვის, ჩემო ,”ბუთუსა”.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100