სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ახალი რეკომენდაციები მოგზაურებისთვის

საზღვარგარეთ მოგზაურობის მსურველებისა და დასენიანებული ქვეყნებიდან დაბრუნებული პირებისთვის ახალ რეკომენდაციებს აქვეყნებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

მთავარი რეკომენდაციაა, თუ აუცილებელი არ არის, გადაიდოს გამგზავრება მაღალი რისკის ქვეყნებში.
ამის გარდა, რეკომენდაციების ჩამონათვალშია ცხოველებთან კონტაქტისთვის თავის არიდება და უმი ხორცისგან დამზადებული კერძებით კვებისთვის თავის არიდება:
„არ იქონიოთ დაუცველი და მჭიდრო კონტაქტი გარეულ და /ან ფერმის ცხოველებთან და ფრინველებთან;
არ მიირთვათ უმი ხორცისგან დამზადებული მოუხარშავი კერძები;
მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას;
ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით;
გამოიყენეთ სამედიცინო ნიღაბი თუ გახველებთ ან გაცემინებთ;
ხველის ან ცემინების დროს აიფარეთ პირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი;
თუ თავს ცუდად გრძნობთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თქვენ უნდა იყოთ იზოლაციაში თქვენს მიერ დასენიანებული რეგიონის დატოვებიდან 14 დღის განმავლობაში”, -ნათქვამია რეკომენდაციაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100