სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კარლ ბილდტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

გმირთა მემორიალთან საქართველოს საახლმწიფო ჰიმნი შესრულდა და ბილდტმა დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

სტუმარმა გმირთა მოედანი უკომენტაროდ დატოვა.

შეგახსენებთ, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს წუხელ ეწვია, დღეს კი რიგ ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს.

ოფიციალური შეხვედრებისას ყურადღება შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) პროექტების განხორციელების საკითხებზეც გამახვილდება.

ეს საქართველოში კარლ ბილდტის რიგით მერვე ვიზიტია.

ბილდტი ვიზიტს 15 ივნისს დაასრულებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100