სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიუ-იორკის საერთაშორისო აეროპორტი 150 კუს "ალყაში" აღმოჩნდა

ხუთშაბათს, თბილისის დროით დაახლოებით ღამის სამ საათზე, ნიუ-იორკის ჯონ კენედის სახელობის აეროპორტში ათეულობით ავიარეისი შეფერხდა. მიზეზი 150 კუ გახდა, რომლებიც ყველასთვის მმოულოდნელად ასაფრენ ზოლზე გამობობღდნენ და კვერცხების დასადებ ადგილს ეძებდნენ.

ადგილობრივი საავიაციო კომპანიების წარმომადგენელთა თქმით, ყველა რეისი დაახლოებით 40 წუთით მაინც შეფერხდა. აეროპორტის თანამშრომლები იჭერდნენ ქვეწარმავლებს და ისინი უსაფრთხო ადგილებზე გადაჰყავდათ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კუები საერთაშორისო აეროპორტის მუშაობას აფერხებენ. აეროპორტი იამაიკის ყურის სანაპიროზე მდებარეობს და ქვეწარმავლები გაშლილ ტერიტორიაზე სწორედ იქედან ხვდებიან. ასე მაგალითად, 2009 წელს 78-მა კუმ დიდი ხნით გადაკეტა ასაფრენი ზოლი.

„ჩვენი აეროპორტი წყლითაა გარშემორტყმული, ამიტომაც, ხშირად გვიწევს ჩვენს პატარა მეზობლებთან შეხვედრა“, - აღიარა აეროპორტის წარმომადგენელმა, ჯონ კელიმ.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100