სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამ ეტაპზე საქართველოში 379 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 379 პირი, მათ შორის, თბილისში - 156, აჭარაში - 39, იმერეთში - 113, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 379 პირი, მათ შორის, თბილისში - 156, აჭარაში - 39, იმერეთში - 113. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 103 პირი, მათგან თბილისში - 67, აჭარაში- 6, იმერეთში - 14. 229 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 111 - თბილისში, 102 - აჭარაში, 12 - იმერეთში. 1 748 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 242 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 98, ხოლო აჭარაში - 45.

სულ 6 ოქტომბრიდან - 16 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 878 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 485 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 325 პირი, აჭარაში - 644, იმერეთში - 1 159“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 266 948 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 259 727 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3390 გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100