სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სალომე ზურაბიშვილი: არის ძალიან ბევრი საკითხი, უფლებები, რომელიც დღევანდელ კონსტიტუციაში წერია და რომლის დაცვა პრეზიდენტის კომპეტენციაში შედის

„არის ძალიან ბევრი საკითხი, უფლებები, რომელიც დღევანდელ კონსტიტუციაში წერია და რომლის დაცვა პრეზიდენტის კომპეტენციაში შედის. მაგალითად, დაცვა ყველა იმ კატეგორიების, რომელიც ქვეყანაში დაუცველი კი არა, მაგრამ არასაკმარისად დაცულია“,- ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მთაწმინდის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.


სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა დედები და შშმ პირები მისი, როგორც პრეზიდენტის მფარველობის ქვეშ უნდა იყვნენ. „არის ძალიან ბევრი საკითხი, უფლებები, რომელიც დღევანდელ კონსტიტუციაში წერია და რომლის დაცვა პრეზიდენტის კომპეტენციაში შედის. მაგალითად, დაცვა ყველა იმ კატეგორიების, რომელიც ქვეყანაში დაუცველი კი არა, მაგრამ არასაკმარისად დაცულია. ეს ეხება მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს, შშმ პირებს, რომელთაც სჭირდებათ არამხოლოდ რამდენიმე პანდუსი იქა თუ აქ, არამედ ზრუნვა. როგორც პრეზიდენტი, მაგრამ როგორც დედა ვთვლი, რომ რაღაცა ფორმით ესენი ჩემს მფარველობაში უნდა იყვნენ. ვაპირებ ჩართული ვიყო ყველა იმ საკითხში, რაც ეხება ადამიანურ, სოციალურ, ჯანდაცვის უფლებებს,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100