სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აპოკალიფსი სულ უფრო ახლოსაა - მედვედევი

"აპოკალიფსი სულ უფრო ახლოს არის", - ეს განცხადება რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა გააკეთა.

მედვედევმა შეაფასა უკრაინის გადაწყვეტილება ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე რუსული ჯარის დისლოკაციის ადგილებზე დარტყმების განხორციელების შესახებ და აცხადებს, რომ ეს რუსეთის წინააღმდეგ ომში დასავლეთის თანამონაწილეობის იურიდიულად მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს.

უკრაინამ განაცხადა, რომ შეათანხმა ნებისმიერი დარტყმის განხორციელება ყოველივე რუსულზე, მაგალითად ყირიმზე. თუ ეს სიმართლეა (და ამაში ეჭვიც არ გვაქვს), ეს სტეპან ბანდერას სახელმწიფოს მხარეს დასავლეთის თანამონაწილეობის პირდაპირი იურიდიულად მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა. რაფინირებული casus belli (ომის დაწყების ფორმალური მიზეზი), ხოლო რუსეთისთვის jus ad bellum (ომის გამოცხადება) ფარგლებში მოქმედების შესაძლებლობაა ყველას და თითოეულის წინააღმდეგ ნატოს ქვეყნებში“, - განაცხადა მედვედევმა.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100