თიბისი დაზღვევამ „მსოფლიო რბენის“ ფირნიშის მანქანა დააზღვია
თიბისი დაზღვევა წლის მთავარი სპორტული ღონისძიების „მსოფლიო რბენა“ (wings for life) მეგობარი გახდა და ღონისძიების მთავარი ატრიბუტი - ფირნიშის მანქანა დააზღვია.
მსოფლიო რბენა - ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიებაა მსოფლიოში, რომლის მიზანია სამედიცინო და კლინიკური კვლევების დაფინანსება ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. საქართველო წელს უკვე მეოთხედ უერთდება ამ ღონისძიებას და 7 მაისს კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ, შედგება რბენა მათთვის, ვისაც ეს არ შეუძლია. ღონისძიებიდან შემოსული თანხა კვლავ სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს.
wings for life - ერთადერთი ღონისძიებაა, რომლის ფორმატიც სხვა სპორტული რბენებისგან განსხვავებულია. ის არ ჰგავს სტანდარტულ მარათონს, რადგან რბენის მანძილი წინასწარ არ არის განსაზღვრული და გამარჯვებული სწორედ ფირნიშის მანქანამ უნდა გამოავლინოს.
გარდა მანქანის დაზღვევისა, თიბისი დაზღვევა უზრუნველყოფს საქართველოში მსოფლიო რბენის პირდაპირლოკალურ ტრანსლაციას. სტარტის მომენტიდან, გამარჯვებულის გამოვლენამდე მომხამრებელსშეეძლება, თვალი ადევნოს რბენას თიბისი დაზღვევის Facebook - ის გვერდზე https://www.facebook.com/tbcinsurance/
„მოხარული ვართ შევუერთდეთ ღონისძიებას, რომელსაც მთელ მსოფლიოში უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. ეს ღონისძიება თიბისი დაზღვევისათვის საინტერესოა მისი ღირებულებებიდან გამომდინარე. გვინდა, წვლილი შევიტანოთ კეთილ საქმეში და ასევე ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას,“- განაცხადა თიბისი დაზღვევის მარკეტინგის უფროსმა, თათია კარიაულმა.
კომენტარი