Wikileaks: "ლევან გაჩეჩილაძე, შესაძლოა, ნებისმიერ დროს იყიდონ..."
საქართველოში აშშ-ის ელჩის, ჯონ ბასის სახელმწიფო დეპარტამენისადმი გზავნილში საუბარია ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან გაჩეჩილაძის შესახებაც . გზავნილი, რომელსაც Wikileaks-ი ავრცელებს, 2010 წლის თებერვლით თარიღდება.
"ლევან გაჩეჩილაძეს არ გადაუწყვეტია, თუ რას იზამს 2010 წლის მაისის არჩევნებისთვის. პაატა დავითაიამ, რომელთანაც გაჩეჩილაძეს კარგი ურთიერთობა ჰქონდა, გვითხრა: გაჩეჩილაძე ფიქრობდა, რომ პრორუსული პოლიტიკა შეიძლება, კარგი აზრი იყოს არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის. დავითაიამ გამოხატა უარყოფითი დამოკიდებულება გაჩეჩილაძის მზაობაზე ნოღაიდელის პოზიციის მიღებისთვის. დავითაია ამბობს, რომ სხვები, რომლებსაც სურთ, შეუერთდნენ ნოღაიდელს ("კონსევატორები", "სახალხო პარტია") აკეთებდნენ მოკრძალებულ თანხას, დაახლოებით, 50 000 დოლარს. დავითაიასა და სხვა წყაროების მიხედვით, გაჩეჩილაძე განიხილებოდა, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი".
ამავე გზავნილის მიხედვით, გაჩეჩილაძის მონაწილეობა არჩევნებში გაართულებდა ალასანიას შანსებს.
"ალასანიას გუნდმა რამდენჯერმე განუცხადა პალოფს (Poloff), რომ გაჩეჩილაძემ დაარწმუნა ისინი, რომ მხარს უჭერს ალასანიას, მაგრამ მხარდაჭერის შესახებ გამოაცხადებს მხოლოდ გადამწყვეტ მომენტში. თუმცა, ალასანიას პარტიის წევრები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ გაჩეჩილაძის ერთგულებას და აღნიშნავენ, რომ ის ნებისმიერ მომენტში შეიძლება "იყიდონ" და "ალიანსს", უბრალოდ, არ აქვს სახსრები და არც წინასწარი განწყობა, რომ გადაიხადოს სოლიდური თანხა, რომელიც გაჩეჩილაძემ შეიძლება მოითხოვოს",-ნათქვამია ჯონ ბასის გზავნილში, რომელიც 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მერის არჩევნებს ეხება.
კომენტარი