სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ტყის კვირეული“ სტარტს 3 დეკემბერს მზიურში აიღებს

„ტყის კვირეული“ სტარტს , შაბათს, 3 დეკემბერს, 15:00 საათზე, მზიურში აიღებს, სადაც გაიმართება ფოტო-გამოფენა და წარმოდგენილი იქნება ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრები. მისულ სტუმრებს უმასპინძლებენ მოხეტიალე მხატვრები, მეგვირგვინეები, წამყვანი ილუზიონისტი, ოჩოფეხებიანი კლოუნები. ღონისძიებას გააფორმებს მუსიკა. ასევე, მოეწყობა ხის ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა.

მანამდე, 13:00 საათზე მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩოგბურთის კორტებზე (მის.რამიშვილის #37) გაიმართება უნივერსიტეტების გუნდებს შორის გიგანტური ბუშტების ფეხბურთის ამხანაგური მატჩები. გუნდებს გაამხნევებენ დრამერები, რომლებიც თამაშის დასრულების შემდეგ გაუძღვებიან მსვლელობას და აქტივობა დასრულდება მზიურში.

„ტყის კვირეული“წელს რამდენიმე მნიშვნელოვან აქტივობას მოიცავს. კვირას, 4 დეკემბერს, 18:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ „ტყის კვირეულის“ ფარგლებში გაიმართება „გარემოს დამცველ ჟურნალისტთა ასოციაციის“ პრეზენტაცია. ასოციაციის დაფუძნების ინიციატორები არიან პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრა“ და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF კავკასია) კავკასიის წარმომადგენლობა“. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვითი ორგანიზაციების და სხვადასხვა მედია საშუალებების წარმომადგენლები. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორი, გიორგი სანადირაძე, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრა“ უფროსი პარტნიორი, კახა მაღრაძე და ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, შორენა ცხოვრებაშვილი.

2016 წელს,ტყის კვირეული პროექტისსატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების პროგრამა ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტით მოცული აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის - მეორე ფაზა (FLEG II)“ ფარგლებში იმართება. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება მსოფლიო ბანკის, WWF და IUCN-ის ხელშეწყობით, საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, ბელარუსში, უკრაინასა და რუსეთში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100