სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"რუსთავი 2 " საუკეთესო ტელევიზიაა, ნუ გახერხეთ ტვინი

"რუსთავი 2 " საუკეთესო ტელევიზიაა, ნუ გახერხეთ ტვინი.

წერს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, რუსთავის -2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

ამ სიტყვებით იგი, გუშინ გადაცემა "პოზიციაში" , ჟურნალისტ, ნინო შუბლაძის სიტყვებს ეხმაურება.

"რუსთავი ორი საუკეთესო ტელევიზიაა. ამის უტყუარი ინდიკატორი ულტრარადიკალი ქოცების და ულტრარადიკალი ნაცების შეხმატკბილებული კრიტიკაა. შედით ერთნი ბუტკაში და მეორენი კარავში. ნუ გახერხეთ ტვინი",- წერს გვარამია.

"ვაკეთებ განმარტებას ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვინც მომმართა და ვინც არა – ნინო შუბლაძის მიერ გიორგი ბარამიძის მიმართ ეთერში გაჟღერებული სიტყვათშეთანხმება "თქვენი პრეზიდენტი" მოიაზრებდა შემდეგს – თქვენი ლიდერი და ქვეყნის პრეზიდენტი. ისეთი მაღალკვალიფიციური ჟურნალისტებიც, როგორიც ნინო შუბლაძეა, უშვებენ მექანიკურ შეცდომებს ნუ დაიტანჯავთ თავს და ნუ ჩაუღრმავდებით ამ შეცდომას ფროიდის მეთოდოლოგიით. გახსოვდეთ, ზოგჯერ სიგარა მხოლოდ სიგარაა",- წერს გვარამია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100