სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯონი დეპი მაივენის ახალ ფილმში საფრანგეთის მეფის როლს შეასრულებს

ამერიკელი მსახიობი ჯონი დეპი ფრანგი რეჟისორისა და მსახიობის მაივენის ახალ ფილმში საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო მე-15-ეს როლს შეასრულებს. ამის შესახებ Variety წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სურათის სახელწოდება და სიუჟეტი ამ ეტაპზე უცნობია. გადაღებები პარიზში 2022 წლის ზაფხულში დაიწყება და სავარაუდოდ 3 თვე გაგრძელდება. ფილმის რეჟისორი გრაფინია ჟანა დიუ ბარის როლსაც შეასრულებს, რომელიც მეფის უკანასკნელი საყვარელი იყო.

ჯონი დეპის კარიერაზე უარყოფითად აისახა მისი ყოფილი ცოლის, ემბერ ჰერდის ბრალდებები ოჯახურ ძალადობაში. ამის გამო მან „ფანტასტიკურ ცხოველებში“ გრინ-დე-ვალდის როლი დაკარგა. თუმცა ევროპაში მსახიობისადმი დამოკიდებულება კვლავ დადებითია. შარშან მან არაერთი ევროპული კინოფესტივალის საპატიო ჯილდო მიიღო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100