სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ ეწყებათ მამაკაცებს შუა ხნის კრიზისი?

შუა ხნის კრიზისი მამაკაცებს 30 წლიდან ეწყებათ და ის ასაკის მატებასთან ერთად მძაფრდება. მამრობითი სქესის ყოველ მესამე წარმომადგენელს კრიზისი აწუხებს და სტატისტიკურად, ოჯახის დანგრევის მთავარი მიზეზი უმეტეს შემთხვევაში ეს ხდება.

ყველაზე რთული პერიოდი შუა ხნის კრიზისში 30-40 წლამდე შუალედია. ამ დროს მამაკაცი აცნობიერებს და ვერ ურიგდება თავის რეალურ ასაკს, დაძაბული და აგრესიულია გარშემო მყოფების მიმართ. ეს ემოციები მის ვიზუალზეც აისახება - მუდამ დაღლილი და არაფრის მეტყველი სახე აქვს.

შუა ხნის კრიზისი დროს ხდება განვლილი ცხოვრების გადაფასება, სინანული გარკვეული მოვლენების მიმართ, ზოგიერთი ეძალება სასმელს და ყოფილა შემთხვევა, როდესაც მამაკაცს სუიციდითაც დაუსრულებია სიცოცხლე.

ამის შემდეგ, სანამ მამაკაცი 40 წელს მიაღწევს, ცდილობს თავის თავს დააჯეროს, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ შეუძლია, ახალგაზრდაა და გრძნობებიც მოზღვავებული აქვს. ის ეფლირტავება უამრავ საპირისპირო სქესის წარმომადგენელს, აბამს რომანებს და იწყებს საკუთარ ვიზუალზე ზრუნვას - ეს არის ინსტიქტური სწრაფვა შეებრძოლოს საკუთარ თავს და დაძლიოს კრიზისი.

იმისათვის, რომ მამაკაცმა მარტივად გადალახოს შუა ხნის რთული პერიოდი, აუცილებელია საყვარელი ქალი გვერდით დაუდგეს და უფრო მეტი ცხოვრებისეული მრავალფეროვნება შესთავასოს - იარონ კინოსა და თეატრში, რესტორნებში, ისეირნონ ფეხით ღამის ქალაქში, ხშირად უთხრას, თუ როგორ უყვარს. ქალზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული და არა მარტო ამ საკითხში. რა თქმა უნდა, ეს მზრუნველობა და გაფრთხილება ცალმხრივი არ უნდა იყოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100