სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ გახდა მჟავანაძის ქალიშვილი შორენა კოლონკელიძე

ბევრმა არ იცის, რომ ფილმში „დიდოსტატის მარჯვენა“ შორენა კოლონკელიძის როლის შემსრულებლის, ლალი ბადურაშვილის დუბლიორი ნინო მჟავანაძე გახლდათ. როგორ მოხვდა ცეკას მდივნის, ვასილ მჟავანაძის ასული კინოში, ამას თავად მისი მოგონებებიდან გაიგებთ.

ნინო მჟავანაძე: მაშინ 16 წლის ვიყავი, იპოდრომზე ვჯირითობდი, გაჩერდა მანქანა და მთელი ჯგუფი გადმოვიდა, მოჯირითეებს გვათვალიერებდნენ, მერე ამ ჯგუფს ორი პიროვნება გამოეყო, მომიახლოვდნენ და ერთ – ერთმა მათგანმა მითხრა: გოგონა, ძალიან მოგვეწონა შენი ჯირითი, თუ გინდა დუბლიორად აგიყვანთ კინოშიო, ძალიან გამეხარდა, მაგრამ ვუთხარი ჯერ მშობლებს დავეკითხები თქო...

დაეკითხე და მოკლედ მამასთან ერთად გელოდებით კინოსტუდიაში ამ და ამ დროსო... სახლში გახარებული მოვედი. ეს ამბავი დედას ვუამბე, დედამ მამას, რაზეც მას გაეღიმა და მოკლედ მეორე დღეს კინოსტუდიაში მამასთან ერთად არა, მაგრამ ჩვენი ოჯახის მეგობარი დეიდა ოლია გამაყოლეს...

გასაუბრების შემდეგ რეჟისორი მეუბნება "დიდოსტატის მარჯვენას" ვიღებთ, თქვენ ცხენს კარგად მართავთ და მთავარი გმირის დუბლიორი იქნებითო... მე რა თქმა უნდა გახარებული დავეთანხმე, მაშინ გვარი და სახელი ჩაგვაწერინეთო...

მეც მივუგე ნინო ვასილის ასული მჟავანაძე მეთქი... უცბად სიჩუმე ჩამოვარდა, უხერხული პაუზა დეიდა ოლიამ დაარღვია: ბავშვს ძალიან უხარია და აუცილებლად ითამაშებსო... საბოლოოდ კი ასე გამოვიდა, ყველა კადრში სადაც შორენა ცხენზე ზის მე ვარ...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100