სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ერთ-ერთი ვერსიით, მეგობარს იარაღი გაუვარდა და შემდეგ თავი მოიკლა - ახალი დეტალები გურამიშვილზე მომხდარ საზარელ მკვლელობაზე

გუშინ, გურამიშვილის გამზირზე მომხდარმა სასტიკმა მკვლელობამ მთელი საქართველო შეძრა. სამართალდამცავებმა და ექსპერტ-კრიმინალისტებმა 78-ნომერი, სადაც 20-21 წლის ბიჭები მოკლულები ნახესს გამთენიისას დატოვეს. ისინი მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. შესაბამისად, უცნობია მომხდარის ზუსტი მიზეზები.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილები ძმები იყვნენ, მაგრამ "ნიუპოსტის" კორესპოდენტის ცნობით, მოკლულები არიან შაკო ტყემალაძე და გურამ კოღუა. ოჯახის ახლობლების თქმით, ისინი უახლოესი მეგობრები იყვნენ.

ამ ეტაპზე ადგილობრივები მომხდარის ორ ვერსიაზე საუბრობენ. ერთ-ერთის მიხედვით, ახალგაზრდები უცნობმა პირმა მაყუჩიანი იარაღით დახოცა და ტერიტორია კორპუსის უკანა ეზოდს გავლით დატოვა.

მეორე ვერსიით კი, ბინაში მყოფი ორი ბიჭიდან იარაღი ერთ-ერთს გაუვარდა, მეგობრის გარდაცვალების შემდეგ კი ბიჭმა თავი მოიკლა. აღსანიშმავია, რომ სამართალდამცავებს მკვლელობის იარაღი შემთხვევის ადგილზე დახვდათ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შს სამინისტროში ამ ეტაპზე სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

წყარო: ნიუპოსტი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100