სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პროექტი „დებატების საქალაქო ტურნირი“ დასკვნითი ღონისძიება

22 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ჭავჭავაძის გამზ. #32, A კორპუსი A 101-ე აუდიტორია) გაიმართება დებატების საქალაქო ტურნირის დასკვნითი ღონისძიება. პროექტი განხორციელდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით და „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ ორგანიზებით.

პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას წარედგინება შემაჯამებელი პრეზენტაცია, რომელშიც დეტალურად იქნება წარმოდგენილი ყველა ის აქტივობა, რომელიც განხორციელდა „დებატების საქალაქო ტურნირის“ ფარგლებში.

პროექტის მონაწილე ყველა მოსწავლეს გადაეცემა სერტიფიკატი, წარმატებულებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი გადასცემს თანამედროვე ტექნიკას და სხვა საჩუქრებს. „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ სახელით საუკეთესო მოდებატეები მიიღებენ მონაწილეობის საგზურს დებატების ეროვნული ტურნირში.

პროექტში ჩართული იყო თბილისის 50-მდე საჯარო სკოლის 200 მოსწავლეზე მეტი. მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგები დებატების ტექნიკასა და საჯარო გამოსვლებში. გაიმართა საჯარო გამოსვლების კონკურსი და შერჩეული მოსწავლეები გაემგზავრნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყაზბეგის ბაზაზე საგანმანათლებლო ბანაკში.

პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმართა შორის არიან: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები, თბილისის საჯარო სკოლის დირექტორები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, "საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის” წარმომადგენლები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100