სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჩვენს შვილებს არასდროს ეცოდინებათ, რა კავშირია ამ ორ ნივთს შორის..."

"რუსთავი–2"–ის კორესპონდენტი აშშ–ში, დავით ნიკურაძე მოცალეობის ჟამს ხუმრობის ხასიათზეც დგება. მის პირად გვერდზე, ფბ–ში უამრავ საინტერესო რამეს იპოვით. ახლახან ჯგუფიც შექმნა: "ფეისბუქის გენიოსთა კლუბი" და მეგობრებს უამრავი სახალისო, მახვილგონივრული შეკითხვებით ამარაგებს.

შეკითხვებს ფოტოებსაც ურთავს, ერთ–ერთი ალბომი კი დავითის და დავითის ტოლი, ცოტათი უმცროსი ან უფროსი ასაკის ადამიანების "უდარდელი", საბჭოთა ბავშვობის გასართობებს ასახავს. იმ ნივთებსაც, რომლებიც მაშინ ყველა საბჭოთა ბავშვს ჰქონდა ან უნდოდა, რომ ჰქონოდა. ერთი ფოტო ამ ალბომიდან, რომელზეც ორი ნივთია გამოსახული, ასე გამოიყურება, ხოლო თვითონ ფოტოს ასეთი წარწერა აქვს:

"ჩვენს შვილებს არასდროს ეცოდინებათ, რა კავშირია ამ ორ ნივთს შორის..."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100