ანჯელინა ჯოლი ეკატერინე II-ის როლს შეასრულებს
ანჯელინა ჯოლი რუსეთის იმპერატორის ეკატერინე II-ის როლს შეასრულებს. მსოფლიოს ულამაზეს ქალბატონად აღიარებული კინოვარსკვლავი ფილმში მთავარი გმირის განმსახიერებელთან ერთად რეჟისორი და პროდიუსერიც იქნება.
ანჯელინამ უკვე შეიძინა ამერიკელი ისტორიკოსის საიმონ სებაგა მონტერფიორის მიერ ეკატერინე მეორის შესახებ დაწერილი ბესტსელერი წიგნის ეკრანიზაციის უფლება. ნაწარმოებში აღწერილია დედოფლისა და მისი საყვარელი თავადის გრიგორი პატიომკინის ურთიერთობა. როგორც ცნობილია ეკატერინეს ქმრის, პეტრე მესამის გარდაცვალების შემდეგ გრიგორი დედოფლის მთავარი ფავორიტი იყო, ისინი საიდუმლოდ დაქორწინდნენ კიდეც და თავადი ეკატერინესთან ერთად მართავდა ქვეყანას.
კომენტარი