მედიკოსებმა ნარკოტიკული დამოკიდებულების საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს
მექსიკის ფსიქიატრიის ნაციონალური ინსტიტუტის მეცნიერებმა ჰეროინზე დამოკიდებულების საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს. იგი თავდაპირველად მღრნელებზე გამოსცადეს. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ვაქცინას შეუძლია ადამიანები ნარკოტიკის განმეორებითი მიღების მოთხოვნილებისგან გაათავისუფლოს.
თუმცა, რაც შეეხება დიარეას, პირღებინებას, დეპრესიას, ტკივილისადმი მომატებულ მგრძნობელობას ან ცხელების განვითარებას, რომელიც ნარკოტიკისთვის თავის დანებებას ახლავს თან, ისინი ჯერჯერობით კომენტარისგან თავს იკავებენ.
უახლოეს მომავალში ვაქცინას ადამიანებზეც გამოცდიან. ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, ვაქცინა ბაზარზე გამოჩნდება.
კომენტარი