სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვის დასავლეთში გაჩენილ ხამძარს ვერტმფრენებით აქრობენ

მოსკოვის დასავლეთით მდებარე ადმინისტრაციულ შენობაში ხანძრის საერთო ფართობი 3 ათას კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა და სახანძრო და სამაშველო რაზმები სტიქიას ამ დრომდე ებრძვიან. ცეცხლის ქრობის პროცესში მაშველებმა ალმოდებული შენობიდან ორი ადამიანი გამოიყვანეს და მათ ამ წუთებში სასწრაფო სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

ხანძარი სამსართულიან შენობაში გაჩნდა, რომელიც მოჟაისკის გზატკეცილზე მდებარეობს. ცეცხლი სწრაფად ვრცელდება და უკვე მოიცვა მთელი შენობა. ხანძარს სირთულის შკალით მესამე კატეგორია აქვს მინიჭებული. შემთხვევის ადგილზე 16 სახანძრო რაზმი მუშაობს. ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ვერტმფრენებია გამოზახებული. ადრე ამ შენობაში ფაბრიკა იყო განთავსებული, ცოტა ხნის წინ კი იგი იჯარით გაიცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100