6 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი - სასიამოვნო ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში. საყვარელ ადამიანთან ერთად შეადგინეთ რომანტიკული უქმეების გეგმა.
კურო - თუ საკუთარ თავზე აიღებთ წვეულების მოწყობას, ყველაფერი იდეალურად ჩაივლის. კარგი დღეა ახალი პროექტების განსახორცილებლადაც.
ტყუპი - ზედმეტად მგრძნობიარე ხართ კრიტიკისადმი. შეიძლება მნიშვნელოვანი რჩევა მიიღოთ. კომფორტისა და მზრუნველობისთვის ოჯახის წევრებს მიმართეთ.
კირჩხიბი - უამრავი საქმე გაქვთ მოსაგვარებელი. სასურველია, დღესვე დაასრულოთ ყველაფერი, უქმეები ოჯახთან ერთად რომ გაატაროთ. დაკვირვებული იყავით დეტალებისადმი.
ლომი - რაც უფრო მიზნამიმართული და დაკვირვებული იქნებით, მით უკეთესია თქვენი საქმეებისთვის. საინტერესო ადამიანების გაცნობა გელით. და მათზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ.
ქალწული - საეჭვო საქმეები და სიტუაციები ჩამოგშორდებათ და მშვიდად შეძლებთ მუშაობას. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ადამიანებს.
სასწორი - ადამიანს თუ უსიამოვნო ამბები უნდა უთხრათ, ეცადეთ, იყოთ მაქსიმალურად დელიკატური. ეცადეთ, ერთად გაანალიზოთ სიტუაცია და როგორ მოიქცეთ მომავალში.
მშვილდოსანი - ოპტიმისტურ განწყობაზე ხართ. მოიცილეთ ყველა ის ადამიანი, ვინც საქმეების მოგვარებაში ხელს და ნერვებსაც გიშლით. რომანტიკული საღამო დაგეგმეთ.
თხის რქა - რაც უფრო ბეჯითი იქნებით, მით კარგ შედეგს მიაღწევთ. ეცადეთ, კომპეტენტურ ადამიანებთან იკონტაქტოთ. კარგი დღეა სიახლეების დასანერგავად. ჩამოწერეთ მომდევნო კვირის გეგმა.
მერწყული - დღეს ყველამ თითქოს პირი შეკრა და თქვენს ნერვებზე გადაწყვიტეს თამაში. არავის არ აჰყვეთ. მაქსიმალურად მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე და ხშირად გადით სუფთა ჰაერზე.
თევზები - ზოგჯერ ადამიანებს უნდა დაშორდეთ, რომ შორიდან უკეთ დაინახოთ მთლიანობაში. უმჯობესია, მეტი დრო დაუთმოთ საკუთარი პრობლემების მოგვარებას.
კომენტარი