11 წლის გოგო სისხლიანი ცრემლებით ატირდა - ნახე, რას ამბობს გოგონას დედა
ინდოეთში 11 წლის გოგო სისხლიანი ცრემლებით ტირის, - ამის შესახებ გამოცემა Science Alert წერს. მას ექიმებმა იშვიათი დაავადება ჰემოლაკრია (ადამიანი ტირილის დროს გამოყოფს სისხლიან ცრემლს) დაუდგინეს.
გოგოს დედის ინფორმაციით, მისი შვილი მოულოდნელად სისხლიანი ცრემლებით ატირდა. შემთხვევა დღეში რამდენჯერმე ხდებოდა, ორი-სამი წუთის განმავლობაში. გოგო არ უჩიოდა ტკივილს და არ ჰქონდა გაზრდილი ემოციური ფონი. ამ დრომდე მას არ ჰქონდა რამე დაავადება და ტრავმა.
ნიუ დეილიში ექიმებმა გოგო ყურადღებით გასინჯეს და ანალიზებიც აუღეს. მას ყველაფერი წესრიგში აქვს. ექიმები დაავადების გამომწვევ მიზეზს ვერ ადგენენ.
ზოგადად ჰემოლაკრია იშვიათი დაავადებაა. მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება ჰემოფილია ან რანდო-ოსლერის დაავადება იყოს. ასევე სისხლიანი ცრემლების მიზეზი შეიძლება რომელიმე მედიკამენტის მიღება გახდეს. ექიმები ამბობენ, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა ჰემოლაკრია მოულოდნელად იწყება და ასევე მოულოდნელად ქრება.
კომენტარი