ამომრჩეველისგან პირადი ნომრის მოთხოვნა ჩვენთვის მიუღებელია - ირაკლი კობახიძე ბრალდებებს პასუხობს
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, თუ აგიტატორების მხრიდან, პირადი ნომრის მოთხოვნის ფაქტი დაფიქსირდება, ამაზე რეაგირება იქნება.
ასე გამოეხმურა ირაკლი კობახიძე საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც "ქართული ოცნების" აგიტატორები ამომრჩევლებს პირადი ნომრის წარმოდგენას სთხოვენ.
ირაკლი კობახიძის თქმით, "ქართული ოცნებისთვის" მსგავსი ფაქტი მიუღებელია.
"კარადაკარის დროს, შესაძლოა, მოითხოვონ პირადი მონაცემები, თუმცა თუ საუბარია პირადი ნომრის მოთხოვნაზე, ეს ჩევნთვის მიუღებელია. თუ რაიმე ტიპის კონკრეტული ფაქტი გამოვლინდება, ამაზე რეაგირება იქნება", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
(რეკლამა)
კომენტარი