სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Facebook-ის აქციების ფასი ყოველდღიურად ეცემა

მსოფლიოს ყველაზე ცნობილი სოციალური ქსელის, Facebook-ის შემქმნელმა, მარკ ცუკერბერგმა ინტერვიუს მეშვეობით აქციების ფასის ვარდნასთან დაკავშირებით საკუთარი უკმაყოფილება გამოთქვა.

ცუკერბერგი უკანასკნელი დროის მანძილზე შექმნილმა ფინანსურმა პრობლემებმა საკმაოდ უსიამოვნო მდგომარეობაში ჩააყენა. იგი აღნიშნავს, რომ კომპანიის ინვესტორები ვერც კი ითავისებენ თუ რამხელა პოტენციალია აღნიშნულ სოციალურ ქსელში.

ცუკერბერგი ამ პრობლემის მოგვარებას მხოლოდ რეკლამების ფასის ზრდაში ხედავს. Facebook-ზე განთავსებული რეკლამების ღირებულება უახლოეს მომავალში საგრძნობლად გაიზრდება.

„ჯერკიდევ ნახევარი წლის წინ, ჩვენი სოციალური ქსელი მობილური ტელეფონების რეკლამებს არ ავრცელებდა. ახლა სხვა გზა არ რჩება, მსგავსი რეკლამები აუცილებლად გამოჩნდება და მათი ღირებულება არც თუ ისე დაბალი იქნება“, - აღნიშნა ცუკერბერგმა.

„ყველაფერს რასაც ვაკეთებ ბზარი უჩნდება, მაგრამ შემწევს ძალა ყოველივე ძალიან სწრაფად მოვაგვარო“, - დასძინა მან.

4 სექტემბერს სოციალური ქსელის აქციების ღირებულებამ 17,55 ამერიკული დოლარი შეადგინა. აუცილებელია აღინიშნოს, რომ უკანასკნელი კვლევის დროს Facebook-ის აქციების ღირებულება 38 ამერიკული დოლარი გახლდათ. თუ რამ გამოიწვია მსგავსი ვარდნა ჯერჯერობით გაურკვეველია.

მომავალი ხუთი წლის მანძილზე გაწერილია პროგრამა, რომლის მიხედვითაც სოციალური ქსელის მთავარ შემოსავლად რეკლამები იგულისხმება.

ყველაფერთან ერთად, ცუკერბერგმა უარყო გავრცელებული ჭორი იმასთან დაკავშირებით, რომ Facebook საკუთარი მობილური ტელეფონის შექმნას გეგმავს.

„თუ საკუთარ ტელეფონს შევქმნით რას მოგვიტანს ეს ყოველივე? 10 ან 12 მილიონ დამატებით მომხმარებელს? ეს რიცხვი ჩვენთვის იმდენად უმნიშვნელოა რომ გეგმებში თუნდაც ერთი პუნქტის შეცვლადაც არ ღირს. მსგავსი ქმედება ჩვენი მხრიდან არასწორი ნაბიჯი იქნება“, - განაცხადა ცუკერბერგმა.

მან აღნიშნა, რომ აქციების ფასის ვარდნა ხელს უშლის ახალი ინვესტორების მოზიდვასა და ძველი პარტნიორების შენარჩუნებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100