სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს იპარავენ - როთი

"საქართველოში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს იპარავენ, რომლის უკანაც რუსული იმპერიალიზმი დგას" - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი პლატფორმა X-ზე წერს.

ევროპელი პოლიტიკოსის განცხადებით, რუსეთის მიზანი აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიის განადგურებაა.

"უბრალოდ დავაკვირდებით თუ ბოლოს და ბოლოს გავიღვიძებთ?" - წერს მიხაელ როთი.

უკრაინა გამანადგურებელი ომის წინაშე დგას, მოლდოვა - ჰიბრიდული ომის წინაშე. საქართველოში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს იპარავენ. ამ ყველაფრის უკან რუსული იმპერიალიზმი დგას. მას სურს გაანადგუროს ახალგაზრდა დემოკრატიები აღმოსავლეთ ევროპაში. უბრალოდ დავაკვირდებით თუ ბოლოს და ბოლოს გავიღვიძებთ?“ - წერს როთი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100