"ორსული, რომელიც ებრძვის კოვიდს და არის უმძიმესი" - ექიმის ემოციური პოსტი
ექიმი დავით გაგნიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
"პაციენტი, განსაკუთრებით სენსიტიური (ორსული), რომელიც ებრძვის კოვიდს და არის უმძიმესი - ჩანაწერს უყურებ და არავაქცინირებული - მითხარით, რა უნდა გავაკეთოთ ექიმებმა… მითხარით რა??? რა შეგვიძლია ბევრი…
გთხოვთ უკვე ზედმეტია, უბრალოდ აიცერით!!!
რითი ვერ დაგროვდა საკმაო ინფორმაცია, რომ გავიგოთ - ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაშია…
ნუ იქნები ეგოისტი, აიცერი და შენი გარდაცვალებით ათასობით ადამიანს სიცოცხლეს ნუ გაუმწარებ!!!
პ.ს მაპატიეთ ძალიან სენსიტიური ვარ დღეს", - წერს ექიმი სოციალურ ქსელში.
კომენტარი